დოკუმენტი ნარკოპოლიტიკაზე

ნარკოპოლიტიკის რეფორმის სწორედ განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს ბიუჯეტმა რამდენიმე წელში, შესაძლოა, ერთ მილიარდამდე ლარი დაზოგოს, – განცხადება ამის შესახებ ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ შესაბამისი ანგარიშის პრეზენტაციაზე გააკეთა.

დოკუმენტი ნარკოპოლიტიკის პრობლემის არსს და იმ პროგნოზირებად შედეგებს აღწერს, რასაც ქვეყანა ნარკოპოლიტიკის რეფორმის სხვადასხვა სცენარით განვითარების შედეგად მიიღებს. კვლევა USAID-ის მხარდაჭერით მომზადდა.