„დმანისის გადარჩენის ფონდის“ მიმართვა ფინანსთა სამინისტროს

დმანისის გადარჩენის ფონდი ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმართავს და ევკალიპტის ხის მიღება-ჩაბარების ხელშეკრულების გაფორმებას სთხოვს. ამ აქტის ჩაბარების ბოლო ვადა დღესაა.  როგორც გიორგი ვაშაძე ამბობს, მათ აუქციონზე მოგებული ხის თანხა გადახდილი აქვთ,  ფინანსთა სამინისტრო კი კანონს არღვევს და ფონდის სახელზე ხის რეგისტრაციაზე უარს აცხადებს.

ევკალიპტის ხის გადაფორმების მოთხოვნით, საჩივარი 14 ოპოზიციური პარტიისგან შემდგარმა ფონდმა სასამართლოშიც შეიტანა.