ტანძიაში მიმდინარე აქციას საყდრისის კომიტეტის და დმანისის გადარჩენის ფონდის წევრები შეუერთდნენ
ტანძიაში მიმდინარე აქციას საყდრისის კომიტეტის და დმანისის გადარჩენის ფონდის წევრები შეუერთდნენ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიაში კომპანია „არ ემ ჯის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციას, რომელიც 25 დღეა გრძელდება, საყდრისის კომიტეტის და დმანისის გადარჩენის ფონდის წევრები შეუერთდნენ.

მათ ადგილობრივების მოთხოვნები მოისმინეს და ე.წ ბნელი ხევის ტერიტორიაზე შესვლა სცადეს, სადაც კომპანია სამუშაოებს აწარმოებს, თუმცა ამის საშუალება დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა არ მისცეს.

აქციის მონაწილეები „არ ემ ჯი“-სგან სამუშაოების შეჩერებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ სამუშაოები კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს საფრთხეს უქმნის.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა ხულუტის ციხე და ფიტარეთის მონასტერი დაათვალიერეს.