ევკალიპტის ასწლოვანი ხე „დმანისის გადარჩენის ფონდმა“ აუქციონზე 20 020 ლარად შეიძინა
ევკალიპტის ასწლოვანი ხე „დმანისის გადარჩენის ფონდმა“ აუქციონზე 20 020 ლარად შეიძინა

ევკალიპტის ასწლოვანი ხე, რომელიც მწვანე კონცხის დასახლებაში მდებარეობს, „დმანისის გადარჩენის ფონდმა“ აუქციონზე 20 020 ლარად შეიძინა. მათი განმარტებით, ხე მწვანე კონცხის ტერიტორიაზე დარჩება.

„ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმარჯვეთ, ხალხის ძალა და ხალხი მოიგებს ამ ბრძოლას. 20 020 ლარი არის სიმბოლური ფასი, იმიტომ რომ 2020 წელს აუცილებლად გავისტუმრებთ ამ ხელისუფლებას” – განაცხადა „დმანისის გადარჩენის ფონდის“ წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ.

მრავალწლოვანი ევკალიპტის ხის შესაძენად აუქციონს ორი მონაწილე ჰყავდა. ხის საწყისი ღირებულება შვიდი ათასი ლარი იყო.

აუქციონის დაწყებამდე, „დმანისის გადარჩენის ფონდის“ წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ აღნიშნული ხის შეძენა ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა გეგმაში და სწორედ მან გამოატანინა ხე აუქციონზე ფინანსთა სამინისტროს.

„ძალიან მალე უნდა დასრულდეს ერთი ადამიანის ნება-სურვილზე მთელი ბიუროკრატიული საქმიანობა. სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ხე გამოატანინა ფინანსთა მინისტრს შვიდი ათას ლარად ის ხე, რომელიც მისთვის არის მნიშვნელოვანი. დიახაც, სადაც მივწვდებით, ყველა მეთოდით აღვუდგებით ბიძინა ივანიშვილს. ან ხე, ან ადამიანი, ან ბიძინა ივანიშვილი, ან მოსახლეობა“, -განაცხადა ნიკა მელიამ.