ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმე. ერთ-ერთი ეპიზოდი თითქმის დასკვნით ეტაპზეა. დღევანდელ სხდომაზე იკვლევენ მტკიცებულებებს. მოწმეების უმეტესობა უკვე დაკითხულია. ამ ეპიზოდზე დაკავებულია საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული პირიც.
5 ივლისს „ღირსების მარშის“ კონტრსაწინააღმდეგო აქციაზე ათეულობით ჟურნალისტი დაშავდა. დაზარალებულად ცნეს 50-ზე მეტი ჟურნალისტი, ხოლო ძალადობის ბრალდებით დააკავეს 20-ზე მეტი პირი. მათი საქმეების განხილვა რამდენიმე ეპიზოდად მიმდინარეობს.