იაპონიაში დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყო. მინისტრების სამდღიანი შეხვედრის მთავარი თემები უკრაინაში მიმდინარე ომი, ჩინეთი და ტაივანის სრუტეში არსებული მდგომარეობაა. მინისტრები შეეცდებიან, აღნიშნულ საკითხებზე ერთიანი პოზიცია ჩამოაყალიბონ. მინისტრებმა ასევე იმსჯელეს სუდანში არსებულ მდგომარეობაზე და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდეს. ეს შეხვედრა წინ უსწრებს დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრას, რომელიც მომდევნო თვეში ჰიროსიმაში უნდა გაიმართოს.