არგენტინის დედაქალაქი დიდი ოცეულის სამიტს მასპინძლობს. მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე 19 ქვეყნისა და ევროკავშირის ლიდერების მთავარი განსახილველი თემები სავაჭრო ურთიერთობები, ციფრული ეკონომიკა, მდგრადი განვითარება და გენდერული თანასწორობაა.
ამასთან ერთად პოლიტიკოსები სხვა გლობალურ საკითხებზეც საუბრობენ. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ქერჩის სრუტესთან განვითარებულ მოვლენებს ეხება, რამაც სამიტის ფარგლებში, ლიდერების დღის წესრიგი უკვე შეცვალა.
გვანცა ფოცხვერია გიამბობთ.