წიგნი, რომელიც გია ყანჩელს უფრო ახლოს გაგვაცნობს. ცნობილ კომპოზიტორთან წლების წინ ჩაწერილი საუბრები ავტობიოგრაფიულ გამოცემად იქცა. „დიალოგები გია ყანჩელთან“ – ასე დაასათაურა ავტორმა, მუსიკათმცოდნე ნატალია ზეიფასმა წიგნი, რომელშიც მუსიკოსი საკუთარი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თავად მოგვითხრობს. ოჯახის არქივიდან მოძიებული ფოტოებით დასურათებული წიგნი ქართულ ენაზე კახა თოლორდავამ თარგმნა.