დეპუტატები „გირგვლიანის შესწორებებს“ პირველი მოსმენით განიხილავენ

სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე მომზადებულ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ დეპუტატები. კანონმდებლების თქმით,  ე.წ. ”გირგვლიანის შესწორებების” სახელით ცნობილი კანონპროექტის მიზანია შეიქმნას სამართლებრივი საფუძველი, რათა თავიდანვე მოხდეს სისტემის ამოქმედება.  უმრავლესობაში ამბობენ, რომ გირგვლიანის შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა უმაღლესი თანამდებობის პირების შეთქმულებას ერთი ადამიანის, სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ და ხელისუფლების შესაბამისი შტოები შეთანხმებულად მოქმედებდნენ.  ანრი ოხანაშვილის თქმით,  სისხლის სამართლის კოდექსი შესაბამისი სისტემებით არ იყო აღჭურვილი, რათა დამნაშავე პირებისთვის ადექვატური სასჯელი დაეკისრებინათ.