დებატები ევროპარლამენტში – გამოხმაურება

15:10, 09.07.2025
ევროპარლამენტში გამართულ დებატებსა და საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციას, რომელსაც დღეს კენჭს უყრიან, თბილისში შეფასებები მოჰყვა. მმართველი გუნდი რეზოლუციის შინაარს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ გაუთავებელი საუბრები ხელახალ არჩევნებზე, როდესაც გაყალბებაზე მტკიცებულებას ვერ დებენ, არასერიოზულია. „ქართული ოცნების“ ლიდერები ასევე საუბრობენ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშზე, სადაც მათი განცხადებით, ხაზგასმულია, რომ არჩევნები შედგა. წარმოდგენილ რეზოლუციას იწონებს ოპოზიცია.
ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მმართველი გუნდისგან რეზოლუციის გათვალისწინების იმედი ნაკლებად აქვთ, ამიტომ ბრძოლის გაგრძელებას აანონსებენ.

მსგავსი