ადამიანის უფლებათა ცენტრმა სამედიცინო მომსახურებისას დაზარალებული მოქალაქეების სამართლებრივი პრობლემების ანალიზის ანალიტიკური დოკუმენტაცია წარმოადგინა.
აღნიშნულია, რომ ხშირია პაციენტების გარდაცვალების შემთხვევები ისეთი ელემენტარული ოპერაციებისას, როგორიც ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა ან გლანდების ოპერაციაა. მათი თქმით, კონკრეტულ საქმეებში გამოვლენილი შეცდომები არ არის პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ პროპორციულად სანქცირებული და ასეთ შემთხვევებში მედპერსონალის პასუხისმგებლობა მხოლოდ წერილობითი გაფრთხილება ან სამ თვემდე ვადით სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებაა.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, პაციენტების უფლებების დარღვევის შემთხვევაში ხშირად ადგილი აქვს გამოძიების გაჭიანურებას. დოკუმენტის ავტორები საჭიროდ მიიჩნევენ სისტემურ რეფორმას.