სპეკულაცია, რასაც გარკვეული პირები საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ, – ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველი სამხედროების შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.
დავით ზალკალიანი აცხადებს, უნდა დადგეს რუსი მაღალჩინოსნებისა და უკანონო ბრძანებების გამცემი პირების პასუხისმგელობის საკითხი და არა ქართველი ჯარისკაცების, რომლებიც საკუთარი ტერიტორიის დასაცავად იბრძოდნენ.
ქვეყნის პირველი დიპლომატის განცხადებით, მისი უწყება იუსტიციის სამინისტროს, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან თანამშრომლობის კუთხით ეხმარება და ჰააგაში ყველა საჭირო მტკიცებულება, ათასობით დოკუმენტი და ვიდეომასალაა გადაგზავნილი.