დავით ხარშილაძის საქმეზე პროკურატურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა

18:16, 12.04.2018

დავით ხარშილაძის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში პროკურატურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ხარშილაძე წარდგენილ ბრალდებაში სრულად გამართლდა.

სხდომის დასრულების შემდეგ ხარშილაძემ განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქმის პოლიტიკური მოტივი. ბრალდების მხარე კი სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენს დაელოდება და მას საკასაციო წესით გაასაჩივრებს.

ხარშილაძე თბილისის საქალაქო სასამართლომაც გაამართლა. გაზეთ ქრონიკა პლუსის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის შვილს, გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებოდა. თავად ხარშილაძე კი სამართლდამცავებს ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებს.

მსგავსი