ელისო კილაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს მდივანს მიმართავს

ელისო კილაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს მდივანს მიმართავს. მისი თქმით, მისი შვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებზე პარლამენტის წევრების მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობს.

ელისო კილაძის შვილს დათო ხარშილაძეს ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა ედებოდა ბრალად. საქალაქო სასამართლომ ის გაამართლა და ახლა პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში ჩივის.

ელისო კილაძის თქმით, ეკა ბესელია, სოფო კილაძე და ვანო ზარდიაშვილი დაინტერესებულები არიან, რათა მისი შვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი შეიცვალოს.

კოლეგიაზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლაზე კილაძე რეაგირებს სწორედ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სთხოვს.