საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა გრძელდება. დღევანდელი სხდომა კვლავ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. მოსამართლეთა შეკითხვების ადრესატები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან. შეკითხვები ძირითადად ეხება წინა ხელისუფლების დროს გახმაურებულ საქმეებსა და ბოლო დროინდელ საპროტესტო აქციებს. როგორ ესმით მათ ძალადობრივი აქციები და როგორია მათი წვლილი. დღესვე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შუამდგომლობა დააყენა მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების თაობაზე.
თათია ტაბეშაძის ჩართვა #მოამბე