ბრალდებულები ადვოკატებმა მოინახულეს

15:05, 13.11.2026

ბრალის წარდგენის შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულები უკვე მოინახულეს ადვოკატებმა. ერთ-ერთი ბრალდებულის, ავთანდილ ბილანიშვილის უფლებადამცველის განცხადებით, წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან და სიმართლის გარკვევას სასამართლოში გეგმავენ. ვატო ყიფიანის ადვოკატი კი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

დღესვე გლდანის ციხეში ადვოკატი მოინახულებს დავით ფეიქრიშვილსაც, რომლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზეც აღნიშნულ პირებს ბრალდება წარედგინათ. უფლებადამცველი საქმის გადაკვალიფიცირებას წამების მუხლით ითხოვს.

მსგავსი