დავით ჭაკუას საქმეზე დღეს იუსტიციის მინისტრმა „მოამბესთან“ ინტერვიუში ისაუბრა. ცნობილი გახდა, რომ არაერთ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანი გერმანიაში მიმდინარე წელს ჩავიდა, სადაც სამი თვის წინ დააკავეს. დავით ჭაკუას ექსტრადირება გუშინ სისხლის სამართლის ორი საქმის ფარგლებში მოხდა. ამჟამად ის საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი და ადვოკატს მასთან კომუნიკაცია შეზღუდული არ აქვს.
უფრო დეტალურად, ხათუნა გაგნიძე გვეტყვის პირდაპირ ეთერში, რაზე ისაუბრა თეა წულუკიანმა და მოახერხა თუ არა უკვე ადვოკატმა ბრალდებულთან გასაუბრება.