დავით არახამიას განცხადება

დავით არახამია აცხადებს, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა ომის გაგრძელების მომხრეა. როგორც უკრაინის მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე ამბობს, ახლა რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომის დრო არ არის, რადგანაც უკრაინა ძალიან ცუდ პოზიციაშია. მისივე თქმით, რუსეთთან ნებისმიერი შეთანხმების გაფორმების საკითხი, გარდა უკრაინის სრული გამარჯვებისა, რეფერენდუმზე უნდა იყოს გატანილი. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთი კიევს მშვიდობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაპირდა, თუ უკრაინა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე უარს იტყოდა.

არახამიამ ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ 2024 წელს უკრაინაში არც საპრეზიდენტო, არც საპარლამენტო და არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ ჩატარდება.