წინანდალში, გასვლითი სხდომის ფარგლებში, ენერგეტიკის განვითარების გზებსა და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.
დეპუტატებმა, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა და ენერგეტიკოსებმა განიხილეს, თუ როგორ ასრულებს ქვეყანა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, ასევე, რა ეტაპზეა ენერგეტიკული რეფორმები და რა გამოწვევები არსებობს ამ კუთხით.