უმრავლესობის გასვლითი შეხვედრა

ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის ფარგლებში, სხვადასხვა უწყების მიერ მომზადებული თემატური პრეზენტაციები წარადგინეს საპარლამენტო უმრავლესობის გასვლით შეხვედრაზე მთავრობის წევრებმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შედგა. შეხვედრას, რომელიც ბორჯომში იმართებოდა, მთავრობის მეთაური, მისი კაბინეტის წევრები, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ასევე გენერალური მდივანი, კახა კალაძე და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები ესწრებოდნენ. ორდღიანი გასვლითი სხდომა უკვე დასრულებულია.

მოამბე

დატოვე კომენტარი