„დარჩი სახლში“ - ტრანსპორტის მოძრაობის ახალი წესები

კორონავირუსის გამო შეზღუდვებია სატრანსპორტო მომსახურების მხრივ. სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის შეჩერების შემდეგ, სპეციალური ზომები ტარდება მეტროსა და მუნიციპალურ ავტობუსებში. თუ ავტობუსებში მგზავრთა გაზრდილი ნაკადები იქნება, ასეთ შემთხვევაში ავტობუსების რაოდენობას გაზრდიან, რომ მგზავრობის დროს მოქალაქეების მაქსიმალური დისტანცირება მოხდეს.

ხელისუფლების მთავარი მოწოდებაა, რომ გადაუდებელი საჭიროების გარდა, გარეთ გასვლისგან მაქსიმალურად მოხდეს თავშეკავება. დარჩი სახლში – ასეთია გზავნილი.