„მდგრადი ბიზნეს პრაქტიკა ჩვენი ევროპული გზისკენ“- დამსაქმებელთა ასოციაციამ ამ სახელწოდების პროექტის დასკვნითი ღონისძიება გამართა. ღონისძიების ფარგლებში ასოციაციამ შეაჯამა და წევრებს წარუდგინა იმ პროექტის ანგარიში, რომელიც უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი მიზანი ასოციაციის შესაძლებლობების ზრდა და გაძლიერება იყო. პროექტი გერმანიის დამსაქმებელთა ასოციაციების ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.