ქალაქ პეკინში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პაატა კალანდაძემ და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სუნ ვეიტუნგმა.
მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ ხანგრძლივ მეგობრულ ურთიერთობებსა და მჭიდრო თანამშრომლობაზე, ასევე ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე. ამასთან, სუნ ვეიტუნგმა ხაზგასმით აღნიშნა ჩინური კომპანიების მონაწილეობა საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ამ მხრივ არსებულ მსხვილ პროექტებზე ისაუბრა. ჩინელმა დიპლომატმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებზეც ისაუბრა.