„დახშული სივრცე“
ფილმის გმირი 13 წლის ლუკა ტატიშვილია, რომელიც წყალდიდობამდე ზოოპარკში მოხალისედ მუშაობდა. ლუკა სკოლის შემდეგ თითქმის ყოველ დღე დადიოდა ზოოპარკში და  ფრინველებს უვლიდა, ცხოველებსაც ხშირად აკითხავდა. მისთვის ზოოპარკი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

ზოოპარკი იყო ის ადგილი, რომელიც ერთმანეთს მიბჯენილი საცხოვრებელი კორპუსების დახშული სივრციდან თავის დაღწევის საშუალებას აძლევდა ლუკას.

2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარმა წყალდიდობამ ქალაქს დიდი ზიანი მიაყენა. სტიქიის შედეგად დაიღუპა 18 ადამიანი, 3 უგზოუკვლოდ დაიკარგა.

თითქმის მთელი ზოოპარკი განადგურდა. ზოოპარკის ბინადართათვის საბესდისწერო აღმოჩნდა ის დახშული სივრცე, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ.

რეჟისორი: ლევან შუბაშვილიპროდიუსერი: შალვა შენგელი, სცენარის ავტორები: შალვა შენგელილევან შუბაშვილი, ოპერატორები: გიორგი ვაწაძე, ლევან კაშიბაძე

 

დატოვე კომენტარი