წყლის დაბინძურების ბრალდებით ბოლნისში ქვემო ქართლის პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ბრალდებულმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მდინარეში დიდი ოდენობით პოლიეთილენის ბოთლი გადაყარა, რითიც მდინარე დააბინძურა.
ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელდა. სამართალდამცველებმა კანონდამრღვევი პირის იდენტიფიცირება მალევე შეძლეს და ბოლნისში დააკავეს. დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.