დაკავება უაქციზო სიგარეტის შენახვა-გასაღების ფაქტზე. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის აჭარისა და გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა ორი პირი აიყვანეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი დაკავებული საცხოვრებელ სახლში შემდგომი გასაღების მიზნით, ინახავდა 2 160 კოლოფ უაქციზო სიგარეტს, საიდანაც 490 კოლოფის გასაღება მოახდინა მეორე დაკავებულზე.
დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.