შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთაწმინდაზე, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე 26 პირი დააკავა. დაკავებულთა შორის არიან „ალტ-ინფოს“ ლიდერები – ზურაბ მახარაძე, ირაკლი მარტინენკო და მამა-შვილი – გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები. ისინი გვიან ღამით, მომხრეებთან ერთად, შეიკრიბნენ და აცხადებდნენ, რომ ორგანიზატორებს ორ ივლისს დაგეგმილი პრაიდის ჩატარების საშუალებას არ მისცემდნენ და შესაბამისად, ტერიტორიაზე არ შეუშვებდნენ.
აქციის მონაწილეები პოლიციას არ დაემორჩილნენ, რის გამოც ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის მუხლებით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილები.