სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდნენ. დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.