შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული პირი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.გ.-მ თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში თანასოფლელის საცხოვრებელი სახლი გაქურდა, საიდანაც 7 500 ევრო, 900 დოლარი და ოქროს სამკაულები მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა მოპარული ფულის ნაწილი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ხოლო ნაწილი – ბრალდებულის კუთვნილი მიკროავტობუსის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. პოლიციამ, ასევე, ნივთმტკიცებად ამოიღო მოპარული ოქროს ნივთები. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.