პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ 63 წლის მამაკაცი მასთან სასიყვარულო/ინტიმურ ურთიერთობაში მყოფ ქალს ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, ვიდეო და ფოტომასალის გავრცელებით ემუქრებოდა.
დაფიქსირდა კიდევ ერთი მსგავსი ფაქტი. დაკავებულია 1985 წელს დაბადებული პირი. ამ შემთხვევაშიც საუბარია პირადი ურთიერთობის ამსახველი ფოტომასალის გავრცელების მუქარაზე. დანაშაულში მხილებულ ორივე ბრალდებულს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის ბრალდება წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდათ.