დაკავება ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სამი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.