თეთრიწყაროში „კოვიდ-19“-ის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა – სამივე მათგანი საკარანტინო ზონებში იმყოფებოდა. მათი ინფიცირების წყარო ცნობილია. ისინი ე.წ. სამედიცინო კლასტერს განეკუთვნებიან.
ქვემო ქართლის გუბერნატორის განცხადებით, მყისიერად მიღებულმა ზომებმა შედეგი გამოიღო და ქვემო ქართლში ინფექციის უკონტროლოდ გავრცელება აღარ ხდება.