COVID 19 - პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა

ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და საერთო მაჩვენებელი სტაბილურია. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პაციენტი, 80 წლის ქალბატონი მართვითი სუნთქვის აპარატიდან უკვე მოხსნეს. გაუმჯობესებულია ორსულების მდგომარეობაც, რომლებიც სხვადასხვა კლინიკებში მკურნალობენ.

დაავადება შედარებით მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს არასრულწლოვან მოქალაქეებში. რაც შეეხება მედპერსონალსა და სამედიცინო დაწესებულებებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ის მოსალოდნელ დატვირთვას გაუძლებს.