ცოტნე გამსახურდიას საქმე

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესი დისტანციურ რეჟიმში წარიმართება. სხდომა მოსამართლე მხარეებს ვიდეოზარის მეშვეობით დაუკავშირდება. დისტანციურ სხდომაზე, რომელსაც მედია ვერ ესწრება, დაცვის მხარე აღკვეთი ღონისძიების პატიმრობით შეცვლას მოითხოვს.

საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ადვოკატმა აღნიშნა, რომ პატიმრობის გაგრძელების ფორმალური საფუძველი და საფრთხე არ არსებობს. ასევე, დღეს სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ, რის შემდეგაც საქმე უკვე არსებით განხილვაში გადავა. ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე ხუთი პირია დაკავებული.

გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთი პირი კი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.