ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ხუთ პირს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. მათგან ერთს, 28 წლის მამაკაცს განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან. ოთხი კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით აიყვანეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულების ნაწილს, გამსახურდია პირადად იცნობდა. დაპირისპირება კი სიტყვიერ შელაპარაკებას მოჰყვა, რა დროსაც მისსავე საცხოვრებელ სახლთან ცოტნე გამსახურდიას ცივი იარაღით მძიმე დაზიანებები მიაყენეს. დაკავებულები ქალაქის მთავარ სამმართველოში იმყოფებიან.
ხათუნა გაგნიძე მუშაობს დღეს ამ თემაზე.