20 000 ლარით დაჯარიმებული კომპანია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვებად ცხენის ხორცი შეჰქონდა. შპს „ელენიკო“ ხორცპროდუქტებით სამტრედიის 24 ბაღს ამარაგებდა. კომპანია ამ დროისთვის უკვე შავ სიაშია შეყვანილი.
იმერეთის სურსათის უვნებლობის სააგენტომ ნიმუშები სამი ბაღიდან ამოიღო, ლაბორატორიულად კი ცხენის ხორცის არსებობა სამივე შემთხვევაში დადასტურდა. მსგავსი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად, კანონდამრღვევს, შესაძლოა, ჯარიმის ნაცვლად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს.