„ციფრული საბაჟოს“ კონცეფცია

„ციფრული საბაჟოს“ კონცეფციის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტი – ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა ერთი წლის გახდა. რეფორმა საბაჟო სერვისების მაქსიმალურ გაციფრულებას უკავშირდება და ის ბიზნესისთვის საბაჟო ფორმალობების ელექტრონული ფორმით მიწოდებას გულისხმობს. ბოლო ერთი წლის მონაცემებით, „e-გეზის“ მებაჟე-ოპერატორების მიერ, დარეგისტრირებულია 117 454 საბაჟო დეკლარაცია.