"ციანიდის საქმეზე" დღეს მოსამართლე ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას მოისმენს

ე.წ ციანიდის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში დღეს სხდომა გაიმართება. მოსამართლე ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას მოისმენს. რამდენიმე დღეში კი სასამართლოს წინაშე თავიანთი დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე წარდგება და შემდეგ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.

ციანიდის საქმეზე” მსჯავრდებულის გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას შეცვლის.

ე.წ ციანიდის საქმეზე დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.