„ჩვენი ქართული ენა“ - საქართველოს პირველი არხი ახალ პროექტს იწყებს

 საქართველოს პირველი არხი ახალ პროექტს იწყებს. „ჩვენი ქართული ენის“ მიზანი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში ქართული ენის პოპულარიზაციაა. დაგეგმილია არაერთი აქტივობა, მათ შორის არაქართულენოვანი სკოლებისთვის ქართული ენის ონლაინოლიმპიადის ჩატარება.

წელს პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. ონლაინოლიმპიადაში მონაწილეობა არაქართულენოვანი სკოლების მეშვიდე კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ.

დატოვე კომენტარი