ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე თბილისის თასის გამარჯვებულია

ეკატერინე გორგოძე თბილისის თასის გამარჯვებულია. საერთაშორისო ტურნირი საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა – თასის საპრიზო ფონდი 25 000 დოლარია.

ქართველი ჩოგბურთელი ფინალამდე ისე მივიდა, რომ ერთი სეტიც არ წაუგია. გადამწყვეტ შეხვედრაში გორგოძის მეტოქე ჰოლანდიელი ლესლი კერხოვე იყო. ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქის შანსი არ დაუტოვა, დაძაბული ბრძოლა ორ სეტში მოიგო – 6:4, 6:4 და თბილისის თასის გამარჯვებული გახდა.