ჩაბუქს წინასაექტრადაციო პატიმრობა სამი თვით გაუგრძელდა

დემირელის კოლეჯის ყოფილ მენეჯერს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა სამი თვით გაუგრძელდა.

დღეს სხდომაზე მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების შუამდგომლობა და მიიჩნია, რომ არსებობს მიმალვის საფრთხე.

დაცვის მხარე გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

დემირელის კოლეჯის პედაგოგი 2017 წლის მაისში, თურქეთის მხარი მოთხოვნით დააკავეს.

მას გიულენის ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული.