მუსტაფა ემრე ჩაბუქი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
მუსტაფა ემრე ჩაბუქი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

მუსტაფა ემრე ჩაბუქი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

ბრალდების მხარე “დემირელის” კოლეჯის ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქისათვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გაგრძელებას ითხოვდა, ადვოკატები კი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას 10000 ლარიანი გირაოთი ითხოვდნენ.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი 2017 წლის მაისში, თურქეთის მხარის მოთხოვნით დააკვეს. მას თურქეთში ბრალად ედება ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის წევრობა, რომელიც თავის მხრივ ტერორისტულ ირგანიზაციადაა მიჩნეული.