მუსტაფა ემრე ჩაბუქი – 15 წელია საქართველოში ვცხოვრობ, არცერთი არალეგალური ორგანიზაციის წევრი არ გავმხდარვარ და არანაირი დახმარება მათთვის არ გამიწევია
15 წელია საქართველოში ვცხოვრობ, არცერთი არალეგალური ორგანიზაციის წევრი არ გავმხდარვარ და არანაირი დახმარება მათთვის არ გამიწევია, – ამის შესახებ „დემირელის“ კოლეჯის ყოფილმა მენეჯერმა, მუსტაფა ემრე ჩაბუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.
„მე როგორც ვიცი, ბრალში წერია, რომ ვეხმარებოდი მათ, არცერთი თეთრი არ გადამიცია ოგანიზაციისათვის. 15 წლის განმავლობაში, მადლობისა და სიგელის მეტი არაფერი მიმიღია. ექვსი თვეა, რაც პატიმრობაში ვარ ორი შვილი მყავს, რომელთაც მე ძალიან ვჭირდები. დიდ მადლობას მოგახსენებთ და გთხოვთ, რომ გამათავისუფლოთ პატიმრობიდან“, – განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა.