ხმაურიანად ჩაიარა ბუტა რობაქიძის საქმის დღევანდელმა სასამართლო პროცესმა.
მოკლულის მამასა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს შორის მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სიტუაცია დარბაზში ჯერ კიდევ ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვის დროს დაიძაბა. ყოფილი მაღალჩინოსანი მისი მინისტრობის დროს მომხდარ გახმაურებულ შემთხვევაზე პასუხისმგებლობას არ გრძნობს. ოქრუაშვილის ჩვენების მიხედვით, მან 2004 წლის 24 ნოემბერს ახალგაზრდების დაკავების ამსახველი ვიდეომასალა წლების შემდეგ ტელეეთერში ნახა. საპირისპიროს ამტკიცებენ ბუტა რობაქიძის მშობლები, რომლებიც პოზიციას მოწმის ჩვენებითაც ამყარებენ.