ბუენოს-აირესში სოციალური პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ფართომასშტაბიანი აქციები ტარდება
ბუენოს-აირესში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ე.წ. ფედერალური მარში მთავრობისგან სამუშაო ადგილების შექმნასა და გადასახადების შემცირებას ითხოვს. აქტივისტების მოთხოვნაა, გაუმჯობესდეს სოციალური პირობები. აქცია მთავრობის სასახლის წინ იმართება.
შეკრებილები მთავრობას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გაფორმებული შეთანხმების ჩაშლისკენ მოუწოდებენ. ფონდისგან არგენტინის მთავრობამ ორი წლის წინ 100 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება მიიღო.
საგარეო ვალის გასასტუმრებლად კი ხელისუფლებამ ხისტი ეკონომიკური რეფორმების გატარება დაიწყო.