ოპოზიციის გეგმები

ჯერ ისევ უცნობია, როდის გაიმართება მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ოპოზიცია შიდა კონსულტაციებს განაგრძობს. უკვე ცნობილია, რომ მათი ერთ-ერთი სტრატეგია გაზაფხულიდან ფართომასშტაბიანი აქციების გაგრძელებაა. ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის განცხადებებში სიტყვა რევოლუციაც გაჩნდა. ისინი აცხადებენ, რომ არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია. ოპოზიციის ამ განცხადებებს საპარლამენტო უმრავლესობაში აფასებენ.