ბრიფინგი საჯარო ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით

„საქართველოს სასამართლოს გუშაგის” დირექტორმა სასამართლო ხელისუფლებიდან საჯარო ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართა. ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, სასამართლო სისტემაში საკადრო თუ სხვა სახის ცვლილებები საზოგადოებისგან ფარულად, გაუმჭვირვალე პროცესებით მიმდინარეობს. მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლოები ინფორმაციას გამოთხოვის შემდეგაც არ ასაჯაროებენ. „სასამართლო გუშაგის“ მიერ ბოლო დროს გაგზავნილ კითხვებს მხოლოდ უზენაესმა სასამართლომ, დამოუკიდებელმა ინსპექტორმა და რუსთავის საქალაქო სასამართლომ უპასუხეს.