ბრალის წარდგენის პროცედურა გრიგოლ გუგეშაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული პირისთვის
დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობისთვის დაკავებული პირისთვის, ამ წუთებში ბრალის წარდგენის ოფიციალური პროცედურა იწყება. აღკვეთის ღონისძიებაზე კი სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.
გუგეშაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, დაზარალებულს ბრალდებულის ვინაობა არაფერს ეუბნება. პოლიციას მათთვის ჯერ არც ფოტო უჩვენებია, შესაბამისად, ამ დროისთვის მომხდარის მოტივზე და სხვა დეტალებზე საუბარი უჭირს.
სამართალდამცველებმა 45 წლის მამაკაცი გუშინ გამთენიისას აიყვანეს. შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა 2018 წლის 7 თებერვალს, დიღომში, მის საცხოვრებელ სახლში მოხდა. თავდასხმის შედეგად დაიჭრა თავად დოდო გუგეშაშვილი, მისი 33 წლის ვაჟი გრიგოლ გუგეშაშვილი კი ადგილზე გარდაიცვალა.