ბორჯომის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს ქრთამის აღებას ედავებიან. გიორგი გოგიჩაიშვილს მშენებლობის ნებართვის უკანონოდ გაცემისთვის, ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. თანხის სანაცვლოდ, უკანონო მშენებლობას მფარველობდა ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია.
დაკავებულების შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაკეთდა. უწყების ცნობითვე, მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთი მოქალაქეა დაკავებული.
ხათუნა გაგნიძე ესწრებოდა ბრიფინგს სუს-ში და საუბარს „მოამბის“ პირდაპირ ეთერში ახლა ის განაგრძობს.