თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბორჯღალოსნები სამხრეთაფრიკულ საუზერნ კინგსს დაუპირისპირდნენ და გამარჯვება მოიპოვეს.
უპირატესობას ჩვენი სტუმრები მატჩის დასაწყისშივე დაეუფლნენ და პირველ 10 წუთში 10-0 დაწინაურდნენ. მე-15 წუთზე პირველი ტაიმის ერთადერთი ლელო ქართველების მხრიდან გიორგი აფციაურმა დადო და ტაიმი ბორჯღალოსნებმა 5-17 წააგეს.
მეორე ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა ბოლო 15 წუთში 3 ლელოს დადება შეძლეს. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა მატჩი 24-20 მოიგო.
შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 31 აგვისტოს შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი 20 საათიდან შემოგთავაზებთ.